საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება. ხვალიდან 28 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

26 - 27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. რაც შეეხება თბილისს,  24 - 26 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 27 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 - 25 სექტემბერს +27, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 26 – 27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google