საზოგადოება
28 სექტემბერს გურჯაანში მანსანკანის ფინალური ტურნირი ჩატარდება
28 სექტემბერს, 18:00 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა აღნიშნა, დასკვნით ნაწილში მონაწილეობას ოთხი საჯარო სკოლის გუნდი მიიღებს.
„დარჩენილია ოთხი საჯარო სკოლა: გურჯაანის #4 საჯარო სკოლა, ასევე არაშენდა, კარდენახი და ბაკურციხე. ფინალში სწორედ ისინი შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ჟიური გამოავლენს ერთ გუნდს, რომელიც შესაბამისი საჩუქრებით დაჯილდოვდება. გარკვეული დროის შემდეგ, მენეჯმენტი გამართავს ქასთინგს და შეარჩევს ბავშვებს გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრებისთვის, რომელიც რეგიონალურ ტურნირებში ჩაერთვება. “

მისივე თქმით, შერჩეული გუნდი საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ეროვნულ ნაკრებთან ერთდ ოქტომბერში საერთო კონცერტს გამართავს.


| Print |
FaceBook Twitter Google