საზოგადოება
სიღნაღში სოხუმის დაცემის, ხსოვნის და იმედის დღე აღნიშნეს
სიღნაღში სოხუმის დაცემის, ხსოვნის და იმედის დღე აღნიშნეს. ვეტერანებმა თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
ღონისძიება საქართველოს ფერმერთა პროფკავშირის და ქიზიყელ ვეტარანთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.

-"ზუსტად 25 წლის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. მას შემდეგ 27 სექტემბერი ენგურსაქეთა საქართველოში გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა, ენგურს იქით კი - ქართველებზე გამარჯვების დღე. 25 წლის წელი გავიდა აფხაზეთის ომის დასრულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა თაობები, ომი დღემდე რჩება მოუშუშებელ ტკივილად, ქედს ვიხრით ცოცხალი გმირების წინაშე. დღეს ჩვენ სიყვარულის ქალაქიდან, სიღნაღიდან, მსოფლიოს გავუგზავნეთ გზავნილი "რუსეთი ოკუპანტია",- აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ფერმერთა პროფკავშირის წევრმა ნინო გოგოლაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google