საზოგადოება
სიღნაღსა და იორმუღანლოში, უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეხვედრა გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა გრძელდება.
შეხვედრა 2-3 ოქტომბერს სიღნაღსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში გაიმართება. საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები პროფესიულ ჯგუფებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

შეხვედრების მონაწილეებს გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. ასევე, საუბარი შეეხება იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

შეხვედრა სიღნაღში მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში 2 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება., ხოლო იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში  3 ოქტომბერს 11:30 სთ-ზე.


| Print |
FaceBook Twitter Google