საზოგადოება
ბელიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ქალაქ გურჯაანში, ბელიაშვილის ქუჩისა და ბელიაშვილის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო", მიწის ვაკისის მოსწორების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ღირებულება 156 275 ლარს შეადგენს და მიმდინარე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google