საზოგადოება
შუქნიშნები გურჯაანში არჩევნების შემდეგ დამონტაჟდება
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გურჯაანში ორ ადგილას შუქნიშანი დამონტაჟდება.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა განმარტა, ამის შესახებ თანხმობა შესაბამისი უწყებებიდან უკვე მიიღეს.
„კონსტრუქცია თბილისიდან ჩამოიტანეს და დასაწყობებულია. ველოდებოდით ორი უწყების: შსს-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობას, რომელიც დახლოებით ათი დღის წინ მოვიდა. არჩევნების შემდეგ ბიუჯეტში დაიგეგმება თანხა და დაფინანსდება კონსტრუქციის მონტაჟი. “

მისივე თქმით, შუქნიშნები ორ ლოკაციაზე: მეოთხე საჯარო სკოლის ასასვლელთან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google