საზოგადოება
მუკუზანსა და ზეგაანში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუკუზანსა და ზეგაანში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ სოფლებში, ეკატერინე ბენდელიანმა განაცხადა, სამუშაოებს
ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს " წალენჯიხის საგზაო სამმართველო" ახორციელებს.
„სოფელ მუკუზანში ოთხი უბანი და სასაფლაოს გზის მონაკვეთი კეთდება. ადრე აქ ასფალტის საფარი იყო. როდესაც სოფელში გაზი და წყალი გაჰყავდათ, გადაითხარა და იმდენად დაზიანდა, რომ მანქანები ვეღარ დადიოდნენ. ზოგადად, ამ გზას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სკოლაც და ბაღიც აქეთ არის. იგება ასფალტი თავისი სანიაღვრეებით. პარალელურად, ზეგაანში დაიწყო ცენტრალური და სასაფლაოსთან მისასვლელი გზების მოწესრიგება.“

ეკტერინე ბენდელიანის თქმით, მუკუზანში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 360 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო ზეგაანში 406 ათასი ლარი.



| Print |
FaceBook Twitter Google