საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების სამსახური სახანძრო რობოტის შეძენას გეგმავს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძარსაწინააღმდეგოდ "ჭკვიანი“ რობოტის შეძენას გეგმავს. უწყების ინფორმაციით, სახანძრო რობოტს იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, როდესაც აფეთქების საფრთხე იარსებებს და განსაკუთრებით საშიში იქნება ხანძრის ეპიცენტრში მუშაობა.
ასევე დახურულ სივრცეში, სადაც შეიძლება არსებობდეს შენობის კონსტრუქციის ჩამოშლის ალბათობა. 

"რობოტი ჯოისტიკით იმართება და მას შეუძლოა შენობის კიბის უჯრედშიც გადაადგილდეს. რობოტს წყლის მარაგი სახანძრო მანქანის ავზიდან ან ჰიდრანტიდან მიეწოდება. კვიანი რობოტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე კამერებით, რაც გამოსახულების მაღალ აღქმადობას და მის მანევრირებას უზრუნველყოფს."- აცხადებენ უწყებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google