საზოგადოება
კანაფის ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო
"კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.
პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში საექსპორტო მიზნებისათვის მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს . ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიწია იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ, რომლის მიხედვით, კანაფი/მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნული პროექტი პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.


| Print |
FaceBook Twitter Google