საზოგადოება
ამერიკა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მეტოროლოგიურ რადარს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები გარემოს დაცვის სამინისტროს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მეტეოროლოგიურ რადარს გადასცემს.

უწყების ინფორმაციით, რადარი თითქმის მთლიანად დაფარავს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას და ხელს შეუწყობს საკურორტო ზონებზე, შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას, ძლიერი ნალექების და მათგან გამოწვეული წყალდიდობა-წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას.

აღნიშნული კონსტრუქცია ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.


| Print |
FaceBook Twitter Google