2019 წლიდან რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამები განახლდება.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განმარტებით, ამ
საკითხზე პარლამენტის რეგიონული კომიტეტი უკვე მუშაობს.
„ განახლებული პროგრამით სოფლებში მხოლოდ ინფრაქსტრუქტურული
პრობლემები გადაიჭრება . თითოეულ სოფელზე თანხა, მოსახლეობის
რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. პრიორიტეტს კი თვითონ ადგილობრივი
მაცხოვრებლები აირჩევენ“
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს
დაიწყო და 2016 წელს გაუქმდა.
მასალის გამოყენების პირობები