საზოგადოება
მერია სოფელ გავაზში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს გამოძიების დასრულებამდე ვერ დაეხმარება
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ გავაზში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გამოძიების დასრულებამდე ვერ გაუწევს.
ამის შესახებ speqtri.ge-ს მერმა როსტომ სესიაშვილმა განუცხადა.

-„ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, უფლება არ გვაქვს, კომისია შევუშვათ და ზარალი აღვწეროთ. სანამ გამოძიება არ დასრულდება ოჯახისგან ვერანაირ განცხადებას ვერ მივიღებთ. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაურკვეველი მდგომარეობაა. როგორც ვიცი, ოჯახის წევრები ახლობლებთან არიან გადანაწილებულები. გამოძიების შედეგები გვეტყვის, როგორ და რანაირად უნდა მოვიქცეთ.“- განაცხადა მერმა.

წინასწარი ინფორმაციით, სოფელ გავაზში, შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი იმ დროს დაწვა, როდესაც მისი ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

მეზობლები ამბობენ,რომ მამაკაცს შვილთან დაპირისპირება ხშირად ჰქონდა და არ გამორიცხავენ სახლის დაწვის მიზეზი კონფლიქტი გამხდარიყო .

შს სამინისტოროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გავაზი / მერია /