საზოგადოება
გურჯაანში „ემ ბი სის“ ფილიალი გაიხსნა
დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ გურჯაანში „ემ ბი სი“-ს ფილიალი გახსნა.

საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის ეთერ ჩაჩიბაის თქმით, სერვისცენტრში შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ტიპის სესხის აღება, ასევე ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილები, კომუნალური და სხვა გადასახადების განხორციელება.
„დღეს ოფიციალურად გაიხსნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს რიგით მეათე სერვისცენტრი. მოხარულები ვართ, რომ კახეთის მოსახლეობას შევთავაზებთ ჩვენს მომსახურებას. ფილიალში მოსულ კლიენტს დახვდება კომფორტული გარემო. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას. მომხმარებელს აქ შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტბანკის მსგავსი ონლაინ მომსახურებით, სმს მომსახურებით და მიკროსაფინანსო ბაზრისთვის სრულიად ახალი პროდუქტით -საკრედიტო ბარათებით. ფილიალში საწყის ეტაპზე დასაქმებულია 15 თანამშრომელი, თუმცა ეს რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება.“

მიკროსაფიონანსო ორგანიზაციის პირველი მომხმარებელი გურჯაანელი გელა მეგრელიშვილია. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბანკის მომსახურებით კმაყოფილია.
„როდესაც ბანკი გაიხსნა, მოვედი და ვიკითხე პირობები. მოგეხსენებათ, დღეს ყველა ოჯახს სჭირდება გარკვეული თანხა. მე პირველი კლიენტი ვიყავი . აქ არის გამარტივებული სერვისი და არავითარი ბარიერი. მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, რომლებმაც ასეთი ხელმისაწვდომი პირობების ორგანიზაცია გახსნეს. მიკროსაფინანსოებს შორის, ვფიქრობ, ლიდერი ბანკია და საკმაოდ დაბალი პროცენტებიც აქვთ.“

„მიკრო ბიზნეს კაპიტალს“ საქართველოს მასშტაბით 11 სერვისცენტრი აქვს- აქედან 6 დედაქალაქშია, დანარჩენიკი - რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურჯაანში.



| Print |
FaceBook Twitter Google