საზოგადოება
იორმუღანლოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ
მეექვსე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ ალიევ არაზ სახიბ ოღლის ეძებენ. 30 წლამდე ასაკის კაცი 11 ოქტომბრის შემდეგ არავის უნახავს.
ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მწყემსად მუშაობდა.

“ერთად ვიყავით მწყემსად. დილით გავიდა და საღამოს აღარ გამოჩნდა, დავეჭვდი და მალევე დავრეკე პოლიციაში. უკვე რამდენიმე დღე გავიდა და ჯერ ისევ არაფერი ვიცით. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვიყავით, როცა დაიკარგა"- აღნიშნა დაკარგულის ნათესავმა ასიბა ქულიევმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები იორმუღანლო /