საზოგადოება
მთავრობის კანცელარიასთან ლამბალოდან გატაცებული გოგონას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
დღეს, 19:30-ზე, მთავრობის კანცელარიასთან იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან გატაცებული მეთერთმეტეკლასელი გოგოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
ოთხი დღის წინ სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს. სამართალდამცველებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.

აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნებია:

- შეწყდეს აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ;
- გატაცებული გოგოს ძებნაში ჩაერთოს ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შეუძლია სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
- შს მინისტრმა პირად ზედამხედველობაზე აიღოს ეს საქმე;
- გამოქვეყნდეს და გავრცელდეს გატაცებულის და გამტაცებლის ფოტოები, რათა საზოგადოება ჩაერთოს გოგოს ძებნაში;
- დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და ვინც არ შეატყობინა დანაშაულის შესახებ სახელმწიფოს;
- ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადრეული ქორწინებისა და გატაცების წინააღმდეგ ეფექტიანი სტრატეგია და ბოლო მოუღოს დისკრიმინაციულ დანაშაულს და პრაქტიკას საქართველოში.


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.