საზოგადოება
გურჯაანში ვეტერანის დღე აღნიშნეს
17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა და ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხემძღვანელმა, ვეტერანებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
-"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველა ვეტერანს. მათთან ერთად მოვინახულე ჩვენი გმირების მემორიალი, რომლებმაც თავი შესწირეს თოეული ჩვენგანის მშვიდობას. უბედურება, რომელსაც სახელად ომი ჰქვია, არაერთხელ გამოვიარეთ. მშვიდობა სწორედ ამ ადამიანების მხრებით არის შენარჩუნებული."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს 750 ომის ვეტერანი ჰყავს.

_"ამ შესანიშნავ დღეს ვულოცავ ყველა ვეტერანს. მათ დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ბევრმა საკუთარი თავი შესწირა სამშობლოს. სამწუხაროდ დღეს ისინი ჩვენს გვერდით აღარ არიან. მათი თავდადება სამაგალითო იქნება მომავალი თაობებისთვის. გასულ წელს, როდესაც ეს დღე აღვნიშნეთ, შევთანხმდით, რომ ყველა დაღუპული ვეტერანის მემორიალური დაფა გაიხსნებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში და იმ ქუჩას, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, მათი სახელი მიენიჭებოდა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, რაც ნამდვილად მისასალმებელია."- გვითხრა სამმართველოს უფროსმა თამაზ კალატოზიშვილმა.

ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერი ვეტერანის დღედ 2014 წელს დაწესდა.

| Print |
FaceBook Twitter Google