საზოგადოება
სოფელ ლამბალოდან მოტაცებული გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს
იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან მოტაცებული გოგონას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს- ამის შესახებ speqtri.ge-ს გოგონას ბიძამ ქაზანფარ მამედოვმა განუცხადა.
-„გოგონას დაველაპარკეთ, ამბობს, რომ ბიჭთან დარჩენა არ უნდა და სახლში წასვლა სურს. გვითხრა ისიც, რომ თავისი სურვილით არ გაჰყოლია. ჩვენი მოთხოვნაა, დამნაშავე დაისაჯოს და გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. ვიღაცეებზე ხელის დაფარება არ გვჭირდება. გოგონა ახლა ერთ-ერთ სკოლაშია და ფსიქოლოგები ესაუბრებიან. “- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი სოფელ ლამბალოდან 12 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე საკუთარი სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს. სამართალდამცველებმა ის დღეს იპოვეს.


| Print |
FaceBook Twitter Google