საზოგადოება
თელავში ლიტერატურული საღამო "ცოცხალი წიგნები" გაიმართა.
თელავის კულტურის ცენტრში ლიტერატურული საღამო „ცოცხალი წიგნები“ გაიმართა.თანამედროვე მწერლები: შაკო ბაკურაძე, გივი ჩიღვინაძე, ნუკრი ბერეთელი, ვასო გულეური და ბექა ახალაია ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ და პირადი შემოქმედება გააცნეს.

მსმენელის წინაშე საკუთარი ლექსები თელაველმა პოეტებმა: მარიამ კოზმანიშვილმა, მაყვალა წიკლაურმა, ნუნუ ძამუკაშვილმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა და დედოფლისწყაროს ლიტერატურული ალმანახი - "ხორნაბუჯი"-ს რედაქტორმა გიორგი ნატროშვილმაც წაიკითხეს.
ლიტერატურული საღამო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.



| Print |
FaceBook Twitter Google