საზოგადოება
კალაურში აღმოჩენილი სამარხი გისოსებში ჩასვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში გასულ წელს აღმოჩენილი სამარხი გისოსებში ჩასვეს. ამის გამო ტურისტებს მისი ახლოდან ხილვის შესაძლებლობა არ აქვთ.

გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, გისოსები სამარხის თავდაცვის ერთ-ერთ ელემენტია. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც აქვს.
„იქიდან გამომდინარე, რომ სამარხი უძველესია, ალბათ ამიტომ მოხდა მის გარშემო გისოსების გაკეთება, რადგან ე.წ "შავი არქეოლოგების" მიერ მისი გახსნა არ მომხდარიყო. არამგონია დროებით იყოს , დიდი ალბათობით ასე დარჩება"

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ სარკოფაგს ადგილობრივებმა არქეოლოგიური სამუშაოებისას მიაკვლიეს. სპეციალისტების ინფორმაციით სავარაუდოდ, XI საუკუნეებით თარიღდება.მისი ზომიდან გამომდინარე არ გამორიცხავენ, რომ ის საოჯახო განსასვენებელი იყოს.


| Print |
FaceBook Twitter Google