საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, ზოგან ძლიერ. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 22 და 24 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google