საზოგადოება
“KTW” ჯგუფმა სოფელ პატარძეულში “ღვინის სახლის” კომპლექსი გახსნა
“KTW” ჯგუფმა, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი “ღვინის სახლის” კომპლექსი გახსნა, რომელიც ]ღვინის მაღაზია-სალონს, სადეგუსტაციო დარბაზსა და გარე კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას აერთიანებს.
კომპლექსი წარმოადგენს კომპანიის მორიგ ინვესტიციას, რომელიც მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებასა და წინსვლას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მოინახულონ პატარძეულის ღვინის ქარხნის ტერიტორია, დააგემოვნონ “KTW”-ს ღვინო, დაათვალიერონ და შეიძინონ კომპანიის მრავალფეროვანი პროდუქცია, დაესწრონ ღვინის დეგუსტაციას და ასევე გაეცნონ ღვინის წარმოების 8000 წლოვან ტრადიციებს.

ცნობისთვის, კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა” ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში 2001 წლიდან არის ჩაბმული.


| Print |
FaceBook Twitter Google