საზოგადოება
„შატო ზეგაანი“ ღვინის საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს
9 ნოემბერს „შატო ზეგაანი“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ევრაზიის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია - კონკურსს უმასპინძლებს.

ასეთი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და ქართველებთან ერთად მონაწილეობას: საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, უნგრეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნის მეღვინეები მიიღებენ.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, დეგუსტატორები 20 ქვეყნიდან იქნებიან მოწვეული.
„ამ დონის ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მონაწილეობის მიღების სურვილი უკვე ბევრმა გამოთქვა. მათი ღვინოები საქართველოში გაივლის დეგუსტაციას და მიენიჭება საერთაშორისო აღიარებული ხარისხობრივი ნიშნები. ასეთი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთხელ კიდევ შეუწყობს ხელს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას და საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს ფუნქციონირებას საზღვრებს გარეთ.“

ღონისძიება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტრონაჟით ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google