საზოგადოება
ვინ გადაიხდის 15 ნოემბრიდან ავტომობილზე ქონების გადასახადს
გარკვეული კატეგორიის პირებს, მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ. 
გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების
არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.

| Print |
FaceBook Twitter Google