საზოგადოება
კახეთის 309 საარჩევნო უბნიდან შშმ პირებისთვის ადაპტირებული 120 უბანია
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ისეთი შენობა-ნაგებობი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ამომრჩევლისთვის. თუკი ასეთი ობიექტი არ არსებობს, უნდა მოხდეს არსებული შენობების ადაპტირება.
ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, ირკვევა რომ კახეთის რვა ოლქის 309 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებული მხოლოდ 120 უბანია. ზოგს პანდუსი აქვს, ზოგი კი მარტივად ადაპტირებულია.

ადაპტირებული უბნები ასე გამოიყურება:

-გურჯაანში 51 უბნიდან 17 უბანზე პანდუსია, რვაზე კი მარტივი ადაპტაცია;
-საგარეჯოში სულ 50 საარჩევნო უბანია, აქედან პანდუსი მხოლოდ ერთ უბანზეა, 4 კი მარტივად ადაპტირებულია;
-სიღნაღის 35 საარჩევნო უბნიდან 6-ს პანდუსი აქვს, 11 კი მარტივად ადაპტირებულია;
-დედოფლისწყაროში სულ 23 უბანია, საიდანაც მარტივად ადაპტირებულია 7, ხოლო სამ უბანს პანდუსი აქვს;
-ლაგოდეხის ოლქში 37 უბანია, აქედან 8-ს პანდუსი აქვს და 2 მარტივად ადაპტირებულია.;
-ყვარლის ოლქის 30 უბნიდან პანდუსი აქვს 5-ს, ხოლო 4 მარტივად ადაპტირებულია;
-ახმეტის 29 უბნიდან ექვსს პანდუსი აქვს, ხოლო 21-ს მარტივი ადაპტირებულია;
-თელავის ოლქის 54 უბნიდან ადაპტირებული მხოლო ჩვიდმეტია და ყველას პანდუსი აქვს;



| Print |
FaceBook Twitter Google