საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღებში ზამთრის სეზონისთვის მზადება დაიწყო
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებები ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტში სულ 37 ბაგა-ბაღია. ცენტრალური გათბობა მხოლოდ შვიდ სააღმზრდელო დაწესებულებაშია, დანარჩენი კი ისევ შეშის ღუმელით თბება. ამ დროისათვის 30 ბაღი საშეშე მერქნით უკვე მომარაგებულია.
„ყველა ბაღი გაზიფიცირებულია, მაისში დასრულდა სამუშაოები. ცენტრალური გათბობა, მხოლო შვიდა ბაგა-ბაღშია, დანარჩენში- არა. რამდენადაც ვიცი, მერიას უკვე დათვლილი აქვს თანხები და მომავალში სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებშიც გაკეთდება.

მისივე თქმით, ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ცენტრალური გათბობა სხვა ბაღებშიც იგეგმება. პროცესი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჯდება და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google