საზოგადოება
კულტურის სახლში მანსანკანის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
გურჯაანის კულტურის სახლში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის განმარტებით, მომავალ წელს უკვე რეგიონული ტურნირის ჩატარება იგეგმება.
„დავასრულეთ პროექტი. გუშინ იყო დასკვნითი ღონისძიება, სადაც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები და ჩვენი ახლადშექმნილი გუნდი მონაწილეობდნენ. ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ 2019 წლის გაზაფხულზე რეგიონალური ტურნირი ჩატარდეს, რომელშიც მონაწილეობას რვავე მუნიციპალიტეტი მიიღებს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. დაკვნითი ღონისძიება კი ისევ ჩვენთან გაიმართება, როგორც იდეების ავტორი. “
პროექტის დახურვას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი „წიოკია“ გახდა. ფინალში, რომელიც გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა, ოთხი საჯარო სკოლის - ქალაქ გურჯაანის მეოთხე, სოფლების - არაშენდის, კარდენახის და ბაკურციხის გუნდი იღებდა მონაწილეობას.




| Print |
FaceBook Twitter Google