საზოგადოება
წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი- საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 26-27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანად  დაიკლებს.  მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google