საზოგადოება
არჩევნების პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 15-მდე ადამიანი მიეცა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები.
„მათ შორისაა კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც ორი პირი ადმინისტრაციული წესით იმავე დღეს დავაკავეთ. ერთი „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო მეორე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გამოძიება მიმდინარეობს. ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ მოვწყვიტეთ. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე განცხადებით,  შსს ცდილობდა, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა.


| Print |
FaceBook Twitter Google