საზოგადოება
შვიდ ნოემბერს თელავში „ერეკლეობა - 2018“ გაიმართება
7 ნოემბერს თელავში სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა - 2018“ გაიმართება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღეს შემდეგი ღონისძიებები იგეგმება:


9:00 - მეფის სულის მოსახსენებელი წირვა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში;
9:00 - მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი - ერეკლე მეფის საფლავზე მცხეთაში;
11:00 - მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი აკადემიური კონცერტი ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგებისა“ და ანსამბლ „პატარა კახის“ მონაწილეობით) - სასახლის აივანზე;
12:00 - ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა - სასახლის აივანზე;
12:30 - მხატვარ გიორგი გეგეჭკორის გამოფენა - სამეფო პორტრეტები სერიიდან „ბაგრატიონები“- ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
13:00 - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს „მეფე ერეკლე -ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ - თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში;
14:00 - ფოლკლორული კონცერტი - ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში;
17:00 - 2018 წლის „საპატიო თელაველების“ დასახელება და გალა კონცერტი ერეკლე მეორის მოედანზე ( თეატრის წინ) ;
18:30 საათი - საზეიმო ფოიერვერკი.


უწყების ინფორმაციით, „ერეკლეობა 2018“-ის ფარგლებში ასევე ჩატარდება ახალგაზრდული ფესტივალი - „თანატოლები თანასწორობისთვის“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შემდეგი აქტივობები:

12:00 - 17:00 - ახალგაზრდული ფოტოპროექტის გამოფენა - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
12:00-13:00 – საჯარო ლექცია გენდერული თანასწორობის თემაზე (სპიკერები - გიორგი კეკელიძე, დავით გორგილაძე და თამარ გურჩიანი) - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
13:00:14:00 - მოსწავლეთა საჯარო სიტყვის კონკურსი თემაზე „თანასწორობა“- ისტორიული მუზეუმის ტერასაზე;
14:00-15:00 - შეჯიბრი ფრენბურთში გოგონების და ბიჭების მონაწილეობით - პირველი სკოლის სპორტულ მოედანზე;
15:00-16:00 - კულინარიული შეჯიბრი მამაკაცების მონაწილეობით - ისტორიული მუზეუმის ტერასაზე.
ახალგაზრდული ფესტივალი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) პარტნიორობითა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google