საზოგადოება
გურჯაანის მერიამ ოთხ ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 8 ნოემბერს იწურება.
ვაკანტურია შემდეგი ადგილები:

-მერის წარმომადგენლი ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში;
-ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
-ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
-ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი პრესასთან, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

სხვადასხვა პოზიციებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნები სხვადასხვაგვარია. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.


| Print |
FaceBook Twitter Google