საზოგადოება
თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს შეასრულებს
ახმეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთში, საავტომობილო გზის გახსნამდე ვერტმრფრენი ყოველკვირეულ რეისებს მიმდინარე წელსაც შეასრულებს.
"ფრენები კვირაში ერთხელ სოფელ ომალოში განხორციელდება. ეს დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის რომ მათ დანარჩენ საქართველოსთან კავშირი ჰქონდეთ . გასულ კვირას ერთი რეისი უკვე შესრულდა"- განაცხადა მერის მოადგილემ.

შეგახსნებეთ, რომ თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები მესამე წელია ხორციელდება. საავტომობილო მაგისტრალი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.


| Print |
FaceBook Twitter Google