საზოგადოება
წყვილებს ქორწინების მოწმობასთან ერთად სამზითვო ვეფხისტყაოსანი გადაეცემათ
იუსტიციის სამინისტრო ქორწინების რეგისტრაციისას ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ.
ამიერიდან საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას, რეგიტრატორებს დახვეწილი და ერთიანი სტანდარტით შექმნილი სამოსი ეცმევათ.

ასევე, 2018 წლის მაისიდან წყვილებს გადაეცემათ "ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა. 

უახლოეს ხანში სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო ქორწინების მსურველ წყვილებს შესთავაზებს კიდევ ერთ სერვისს, რომლის პრეზენტაციაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა. საქართველოში საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირს ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნა დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეეძლება ნებისმიერი ადგილიდან. წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებგვერდზე.



| Print |
FaceBook Twitter Google