საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა ჩართეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა ბაღიდან შვიდში ცენტრალური გათბობა უკვე ჩართულია, დანარჩენი სააღმზრდელო დაწესებულებები კი შეშით მოამარაგეს.
„ყველა საბავშვო ბაგა ბაღში და განსაკუთრებით ბაგის ჯგუფებში ღუმელი უკვე გამართულია და ბავშვებს სითბო აქვთ. ცენტრალურ გათბობა შვიდ სააღმზრდელო დაწესებულებაშია და შვიდივეში უკვე ჩართულია. რაც შეეხება შეშის შეტანას, ტენდერი ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურმა გამოაცხადა და ბაღები შეშით მათ მოამარაგეს.“ -აღნიშნა speqtri.ge-სთან სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google