საზოგადოება
თელავში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
ამ წუთებში გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს თელავის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ცოტა ხანში "ერეკლეობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები უნდა დაიწყოს.
კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასულ  მოვაჭრეებს თელავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ღონისძიებების ადგილიდან მოშორებით ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ, რაც მათთვის მიუღებელია.

-"ჩვენ შვილები გვყავს, ორი კაპიკი რომ ვიშოვოთ და სახლში პური მივიტანოთ, ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ"- აცხადებენ მოვაჭრეები.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი ამბობს, მერიამ გარევაჭრობის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო და აკრძალვები კანონიერების ფარგლებში მოქმედებს.


| Print |
FaceBook Twitter Google