საზოგადოება
როდის აღუდგება თელავს წყლის სრულყოფილი მიწოდება
რამდენიმე დღეა ქალაქ თელავის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდა. როგორც speqtri.ge-ს გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძემ განუცხადა, მიზეზი სათავე-ნაგებობებზე წყლის დებეტის შემცირებაა.
-„რეაბილიტაციას ვატარებთ და ვცდილობთ, სხვადასხვა უბნებში წყალი შეძლებისდაგვარად თანაბრად გადავანაწილოთ. ამჟამად თელავის მოსახლეობას ერთ საათში დაახლეობით 420 კუბური მეტრი წყალი მიეწოდება. ეს საკმარისი უნდა იყოს, თუმცა ქსელში დაზიანებებია და აბონენტების ძირითადი ნაწილი გამრიცხვენიალებული არ არის. გვაქვს წყლის ბევრი დანაკარგი კორპუსის შიდა სისტემებში. იძულებულები გავხდით, შეგვეზღუდა გრაფიკი და გადაგვენაწილებინა. ხალხს წყალს ვაწვდით ცისტერნითაც, სადაც ამის საჭიროებაა. განსაუთრებით პრობლემაა კორპუსის ზედა სართულებზე. ვმუშოაბთ პრობლემის მოგვარებაზე. პირადადაც ვიყავი ადგილზე. ამინდმა თუ ხელი შეგვიწო, შეიძლება ხვალიდანვე დაიწყოს გაუმჯობესება. თუ ისევ გვლავა იქნება, სამი კვირა მაინც დაგვჭირდება დამატებითი სამუშაოების ჩასატარებლად. “-განაცხადა სიხარულიძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პრობლემის შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დაუკავშირდეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ცხელ ხაზის ნომერზე: +995 32 293 00 00. 



| Print |
FaceBook Twitter Google