საზოგადოება
თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირები შვიდი თვის განმავლობაში ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა შვიდი თვის განმავლობაში ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2000 ლარია გამოყოფილი.
ახმეტის მერიას შესაბამისი თხოვნით "თუშეთის განვითარების ფონდმა" ცოტა ხნის წინ მიმართა. 

"თუშეთის განვითარების ფონდმა" მოგვართა თხოვნით, თუშეთის მოსახლეობის ინტერნეტით სარგებლობის საფასური დაგვეფარა იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც თუშეთთან კავშირი წყდება და გზა იკეტება. საუბარია ოქტომბრიდან მაისის თვემდე პერიოდში. მერიამ ამაზე თანხმობა განაცხადა და 2000 ლარი გამოყო."

ცნობისთვის, თუშეთში მუდმივად 30-მდე ადამიანი ცხოვრობს.


| Print |
FaceBook Twitter Google