საზოგადოება
ვეჯინში, ახაშენსა და ჩუმლაყში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ახაშენსა და ჩუმლაყში გზის შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. „ბილდინგ დეველოპმენტ გრუპის“ მეირ დაწყებულ რეაბილიტაციას ახლა „ნიუ პოვერი“ აგრძელებს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, ამჟამად მიწის მოსწორება მიმდინარეობს.
„ახაშენში ხვალ ან ზეგ უკვე გზის მოასფალტებას დაიწყებენ. იგივე მდგომარეობაა ვეჯინშიც. რაც შეეხება ჩუმლაყს, იქ ამ დროისთვის ტერიტორიას ასუფთავებენ და შესაბამისად სამუშაოებს ცოტა მოგვიანებით შეუდგებიან. სამივე სოფელში გზის რეაბილიტაციას კომპანია „ნიუ პოვერი“ 950 ათას ლარად განახორციელებს. კომპანიამ, რომელმაც ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები ავანსად მიღებული თანხა სრულად დააბრუნა. ვფიქრობთ სამუშაოები ყველგან ორი კვირის ვადაში დასრულდება.“

ცნობისთვის, "ბილდინგ დეველოპმენტ გრუპმა", რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ჩუმლაყსა და ვეჯინში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა  ვალდებულებები ვერ შეასრულა,რის გამოც მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. პროექტისთვის სულ 1 მილიონ 83 ათას 385 ლარი იყო გათვალისწინებული. რეაბილიტაცია 23 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა "ბილდინგ დეველოპმენტ გრუპმა" მხოლოდ 90 000 ლარის სამუშაოები შეასრულა.


| Print |
FaceBook Twitter Google