საზოგადოება
"არა ნაცებს, არა ბოროტებას“ - ბანერები გურჯაანშიც განათავსეს
თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების შემდეგ, ბილბორდებზე "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო ბანერები "არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გურჯაანშიც გამოჩნდა.
ახალი ბანერები პირველად თბილისში 18 ნოემბერს განთავსდა. ბანერებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები არიან გამოსახულნი.

| Print |
FaceBook Twitter Google