საზოგადოება
ვეჯინში "ნაციონალების“ კოორდინატორის ეზოში “მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის და ვეჯინის ოჯახის ექიმის, ელმირა ბეციაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში ე.წ. "მოლოტოვის კოქტეოლი,“ შეაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა , მსუბუქად დაზიანდა ერთი ავტომობილი. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ. დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |
FaceBook Twitter Google