საზოგადოება
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.


ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

28-29 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემერატურა 26-27 ნოემბერს +12, +14, ხოლო 28-29 ნოემბერს +15,+17 გრადუსი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google