საზოგადოება
ქუჩური გარჩევა დასჯადი გახდება - გიორგი გახარია
უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ქუჩური გარჩევა დასჯადი გახდება. ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google