საზოგადოება
ქართული ჭიდაობის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხს იუნესკო განიხილავს
იუნესკო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხს განიხილავს.

აღნიშნული საკითხის განხილვა, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.

იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრება. 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი, გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.

დღემდე, იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილია სამი ქართული არამატერიალური ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.)

| Print |
FaceBook Twitter Google