საზოგადოება
ინფორმაცია ჩართული მხარეებისთვის საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობების გამოყენებასთან დაკავშირებით [R]
(ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, აკრედიტებული მედიასაშუალებების, ასევე არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს არჩევნების მეორე ტურისთვის უფლებამოსილება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე გაუგრძელდათ.


შესაბამისად, დამკვირვებლებსა და მედიასაშუალებების აკრედიტებულ წარმომადგენლებს და მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს მათი უფლებამოსილების განხორციელებისას, შეუძლიათ გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გაცემული შესაბამისი მოწმობები. აღნიშნული მოწმობები სამართლებრივად ძალაშია მიუხედავად მათი გაცემის თარიღისა და მითითებული ვადისა. შესაბამისად, საარჩევნო აკრედიტაციის მოწმობის წარდგენისას, ზემოაღნიშნული პირები დაუბრკოლებლად შეძლებენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას.ამასთან, ელექტრონული პროგრამიდან, შესაბამისი ჩართული მხარეებისთვის,მათი სურვილის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია ახალი მოწმობებიც. 



| Print |
FaceBook Twitter Google