საზოგადოება
სიღნაღის ისტორიულ თაღს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა
სიღნაღის ისტორიული თაღზე თვითნებური სამუშაოების დროს ხელოსნების მიერ ღია კრემისფრად შეღებილი ნაწილის ფენა მოაცილეს და ობიექტს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, უკვე დაიწყო მუშაობა ახალ პროექტთან დაკავშირებით,  რომელიც მომავალი წლიდან პატარა და დიდი თაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

,, 2019 წლის ბიუჯეტში ამას გავითვალისწინებთ და ობიექტზე სარეკონსტურციო სამუშაოები ჩატარდება. ბუნებრივია, ამ საკითხში მონაწილეობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიიღებს. ჩვენ შევადგენთ პროექტს და საგენტოს რეკომენდაციებს გავითალისწინებთ“- განაცხადეს სიღნაღის მერიაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი /