საზოგადოება
გურჯაანის ბაგა-ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება
იანვრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საბავშვო ბაგა - ბაღებში კვების რაციონი გაუმჯობესდება. ახალი სტანდარტების მიხედვით კვება სამჯერადი იქნება, დაემატება ორჯერ წახემსება.

ამისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დამატებით თანხებს გამოყოფს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნიკა გეთიაშვილის განმარტებით, სააღმზრდელო დაწესებულების ბიუჯეტი სავარაუდოდ 330 ათასი ლარით გაიზრდება, საიდანაც თანხის დიდი ნაწილი კვებას მოხმარდება.
„თანხა ძირითადად კვების რაციონისთვის არის გამოყოფილი. წლის განმავლობაში გვექნება საშუალება თანხების მობილიზება მოვახდინოთ ბიუჯეტში არის ამის საშუალება. დარჩენილი ნაწილით კი იმ ჯგუფებში, სადაც სათამაშოების სიმცირეა, მათი დამატება იგეგმება.“

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული წლის განმავლობაში ბაგა-ბაღების ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს.
| Print |
FaceBook Twitter Google