საზოგადოება
ყვარელში ციხე-კოშკის ნაწილი ჩამოინგრა
ყვარლის ცენტრში მდებარე XVI-XVIII საუკუნეებით დათარღებული ციხე-კოშკის ნაწილი ისევ ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, ძეგლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს და იქ გადაადგილება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
ისინი ისტორიული კოშკის რეაბილიტაციას ითხოვენ.

კოშკის ერთი ნაწილი მიმდინარე წლის მარტშიც ჩამოინგრა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 კვირაში დაიწყებოდა, თუმცა ამ დრომდე ისტორიულ კოშკს რეკონსტრუქცია არ ჩატარებია.

როდის დაიწყება ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები, უცნობია.


| Print |
FaceBook Twitter Google