საზოგადოება
გურჯაანის ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება
გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 27დეკემბრიდან დაიწყება.

გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, შუალედში იმუშავებს ზამთრის ჯგუფები.
„ საახალწლო არდადეგები 26 დეკემბრიდან დაიწყება. 27 დეკემბრიდან რვა იანვრამდე იქნება დასვენება. რვა იანვრიდან დასაქმებული მშობლების შვილებისთვის გურჯაანის მეოთხე ბაგა-ბაღში გაიხსნება ზამთრის ჯგუფები, რომელიც 15 იანვრამდე იფუნქციონირებს.“

მისივე თქმით 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google