საზოგადოება
კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში იგეგმება
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ადასტურებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება.
როგორც მან speqtri.ge-სთან განაცხადა, აღნიშნული ადგილი შესაბამისმა ჯგუფმა უკვე მოინახულა. 

"ვადასტურებ, რომ განიხილება, თუმცა ოფოციალურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტთან კოსულტაციის შედეგად მიიღებს. წინასწარი ჯგუფი იყო ჩამოსული, დააათვალიერეს ტერიტორტია, თუკი გადაწყდება, შემდეგ ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები."- აცხადებს ქადაგიშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google