საზოგადოება
ინაუგურაცია თელავში გაიმართება - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში, მინდოდა პირველს მე მეთქვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google