საზოგადოება
ბენზინგასამართი სადგური უხარისხო საწვავის გამო 8000 ლარით დაჯარიმდება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართ სადგურებზე სინჯების აღება დაიწყეს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯის აღება მოხდება. შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველჰყოფს.

-"კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობამოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად,საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით,"- აცხადებენ უწყებაში.





| Print |
FaceBook Twitter Google